Roberto DE ZERBI Head Coach of Olympique de Marseille, Benjamin PAVARD of Olympique de Marseille , Geoffrey KONDOGBIA of Olympique de Marseille,...მარსელში რობერტო დე ძერბისთან დაკავშირებული ვითარება რთულდება. მართალია გუნდმა თასის გათამაშებაში „რენი’’ 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან უსახელოდ წააგო რა „ბრიუგესთან’’ (0:3), 2:2 ითამაშა „პარიზთან’’ და 0:5 განადგურდა „ლე კლასიკში’’ „პარი სენ ჟერმენთან’’. ასეთმა შედეგებმა იტალიელ მწვრთნელს წყალი შეუყენა.

ყველაზე დიდი დარტყმა რასაკვირველია პსჟ-თან წაგება იყო. მატჩის შემდეგ დე ძერბიმ ჟურნალისტებს უთხრა: „მე ამას ვერაფრით ვხსნი და ამწუთას უდიდესი პრობლემა სწორედ ეს არის. ყოველი შეხვედრის დაწყების წინ არ ვიცი რომელ „მარსელს’’ ვნახავ, კარგად რომ თამაშობს თუ ცუდად რომ თამაშობს’’.

ბევრი მიმომხილველისა და კლუბში მომუშავე ადამიანისთვის ნათელი გახდა, რომ „პარკ დე პრენსზე’’ წაგება ბოლო წვეთი იყო.

„მე შევხვდები პრეზიდენტ პაბლო ლონგორიას და სპორტულ დირექტორ მეჰდი ბენატიას. ჩვენ გადავწყვეტთ რის გაკეთება შეიძლება’’, ― თქვა დე ძერბიმ და როგორც ფრანგული მედია წერს ასეთი შეხვედრა სამშაბათს ვარჯიშის წინ მართლაც შემდგარა. მხარეებს შორის დაიწყო მოლაპარაკება თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. წესით კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე უნდა ყოფილიყო ძალაში.

კლუბიდან გამოსული ხმების თანახმად შაბათს „ველოდრომზე’’ „სტრასბურთან’’ „მარსელს’’ დე ძერბი აღარ უხელმძღვანელებს. ამ ეტაპზე მის ადგილს დაიკავებენ დროებითი მწვრთნელები რომან ფერერი და პანჩო აბარდონადო. ეს უკანასკნელი სარეზერვო გუნდს უდგას სათავეში. ის ერთხელ უკვე მუშაობდა „მარსელის’’ დროებით მწვრთნელად, როდესაც მარსელინო მოხსნეს და სანამ ჯენარო გატუზოს დანიშნავდნენ.