არ წყდება ლაპარაკი „ლე კლასიკის’’ შესახებ, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ 5:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმის შუაში შევიდა და 5 წუთში არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა, მაგრამ პარიზელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი ყველა გამოკითხვის თანახმად 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ოსმან დემბელემ შეიტანა, რომელმაც ორი გოლი თავად შეაგდო და პლუს კვარაცხელიას ჩინებული საგოლე პასი ჩააწოდა.
როგორც ფრანგული მაუწყებელი Ligue 1+ ამბობს, დემბელემ შეხვედრის მსვლელობისას მეტოქესთან, დანიელ პიერ-ემილ ჰოიბერგთან მისი არგენტინელი თანამემამულის ლეონარდო ბალერდის გალანძღვაც მოასწრო. ვიდეო ჩანაწერში ჩანს როგორ ეუბნება დემბელე ჰოიბერგს: „ბალერდი ნაგავია, შენ ეს იცი. შენ ეს კარგად იცი. ის სულ ყბედობს’’.
ბალერდიმ „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მარსელის’’ შეხვედრაში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. მას სტუმრების მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებენ. flashscore-მას 4.8 დაუწერა.





