NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ შინ „ინდიანა პეისერსს“ 122:104 მოუგო.
კანადური კლუბის გამარჯვებაში ჩვენებურმა სოლიდური წვლილი შეიტანა. მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21.39 წუთი გაატარა. სანდრომ 17 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ოთხიდან სამი ორქულიანი, ხუთიდან სამი სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი „ტორონტომ“ მეტოქეზე ორი ქულით მეტი ჩააგდო.
„ტორონტოს“ 32 მოგების წილ 22 მარცხი აქვს და კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი შინ რეგულარული სეზონის ერთ-ერთ ლიდერთან, 13 მარცხის მქონე „დეტროიტ პისტონსთან“ ითამაშებს.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
