„რეალი’’ მომავალი სეზონიდან ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ამთავითვე აქტიურად ფიქრობს. ახალი არაფერია იმაში, რომ მადრიდელებს ცენტრალური მცველი სჭირდებათ, მაგრამ ბოლო დრის სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ცენტრალურ ნახევარმცველზე.
„რეალი’’ 18 თვეა რაც ტონი კროოსს მისტირის. ამას გასულ ზაფხულს ლუკა მოდრიჩის წასვლა დაემატა. მათ გარეშე დარჩენილ აურელიენ ჩუამენის, ედუარდო კამავინგას და ფედე ვალვერდეს გაუჭირდათ.
როგორც მადრიდული მედია წერს, „რეალს’’ მკაფიოდ გამოკვეთილი სამზნეები ჰყავს. ერთი ასეთი გახლავთ „მანჩესტერ სიტის’’ სუპერვარსკვლავი როდრი, მეორე კი „პარი სენ ჟერმენის’’ პორტუგალიელი ვიტინია. როგორც ირკვევა „ვალდებებასის’’ საწვრთნელ ბაზაზე განსაკუთრებით მეორეს გადაბირებაზე ოცნებობენ. AS წერს, რომ ზაფხულზე „ლოს ბლანკოსი’’ აუცილებლად მიმართავს პსჟ-ს ვიტორ მაჩადო ფერეირას მიყიდვის წინადადებით.
ვიტინიას შეძენა რასაკვირველია ძნელი იქნება. ამიტომ, „რეალის’’ შეფები ცდილობენ ისეთი ხრიკი მოიფიქრონ, რომ ფეხბურთელმა თავად სთხოვოს მათ მადრიდში გადაყვანა. მათ სწორედ ამგვარი ხრიკებით აუმხედრეს თავიანთ გუნდებს კილიან მბაპე და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.
საინტერესოა, გათამაშდება თუ არა იგივე სცენარი „პარი სენ ჟერმნშიც’’.





