Georges Mikautadze of Villarreal CF is challenged by Alejandro Catena of CA Osasuna during the LaLiga EA Sports match between CA Osasuna and...„ის იზოლირებული იყო. სულ ორიოდ ვარიანტი ჰქონდა. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა’’, ― დაწერა AS-მა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ. ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, „ვილიარეალმა’’ 22-ე ტურის შეხვედრაში პამპლონაში „ოსასუნასთან’’ 2:2 ითამაშა. სტუმართაგან ორივე გოლი ხერარდ მორენომ გაიტანა. მორენოს ერთ შეხვედრაში ორჯერ ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი. ამრიგად, „ვილიარეალი’’ ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. ზედიზედ ოთხი კი „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ბოლოს 2023 წლის თებერვალში ჰქონდა წაგებული.

ამ შეხვედრის მიხედვით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე ბევრს ვერ ვილაპარაკებთ. მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ის ძალიან ინდომებდა და მოედნიდან გასვლის დროს მწვრთნელი მარსელინო მადლობის ნიშნად გადაეხვია. რაც შეეხება ისეთ ქმედებებს, რომლებიც სტატისტიკოსებს და გულშემატკივარს აინტერესებს თამაშის სურათიდან გამომდინარე მას არ ჰქონია.

მიქაუტაძემ მოედანზე დაჰყო 75 წუთი, კარში ერთხელ დაარტყა, მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტი (ითვლიან კარამდე მანძილის, დარტყმის კუთხის, დარტყმის ტიპის, სიტუაციის და მცველების განლაგების მიხედვით) ჰქონდა 0.04, დაარტყა საჯარიმოს გარედან, ააცილა (თუმცა ჩვეულებრივი გულშემატკივრის გადასახედიდან სახიფათო დარტყმა იყო), გადააწოდა 9 სწორი და 2 არასწორი პასი.

flashscore – 6.3; sofascore – 6.4; whoscored – 6.3; fotmob – 6.0

„ვილიარეალს’’ თამაშით ნაკლები აქვს და 42 ქულით მე-4 ადგილზეა.