Khvicha KVARATSKHELIA of PSG is injured during the UEFA Champions League match between Paris Saint-Germain and Newcastle at Parc des Princes on...ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ნიუკასლის’’ შეხვედრაში (1:1) დაშავდა. მან მოედანზე მხოლოდ 20 წუთი დაჰყო და ამ დროში, კერძოდ მე-7 წუთზე, საგოლე პასის გადაწოდება მოასწრო, მაგრამ შვედი ენტონი ელანგას უხეშობის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ქართველი დეზირე დუემ შეცვალა.

„პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბის ტერფი ელანგას ფეხებს შორის მოყვა. სლოვენიელმა მსაჯმა სლავკო ვინიჩიჩმა „ნიუკასლის’’ აგრესიულ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აკმარა.

კვარაცხელია ერთხანს მოედანზე იწვა. ვიტინიამ პარიზელთა მწვრთნელებს მალევე აუხსნა, რომ ქართველი ვარსკვლავი შესაცვლელი იყო. მას აშკარად ძალიან სტკიოდა ფეხი. ის მოედნიდან აშრაფ ჰაკიმიმ და პსჟ-ს ექიმმა გაიყვანეს. კვარაცხელია პირდაპირ გასახდელში შევიდა. მისი ტრავმა მიმდინარე სეზონში პარიზელი ფეხბურთელების ტრავმათა გრძელ სიას შეემატა. სექტემბრიდან მოყოლებული პსჟ-ს დაუშავდნენ ბრედლი ბარკოლა, ოსმან დემბელე, დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი და ჟოაო ნევეში.

მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელს ლუის ენრიკეს კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს. ესპანელმა უპასუხა:

„ეს კოჭის ტრავმაა. ვფიქრობ მსუბუქი არ იქნება, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ კარგ ამბავს შევიტყობ. ხვალ მას ტესტებს ჩაუტარებენ და გამოჩნდება’’.