Novak Đoković je u polufinalu Australijan opena, Muzeti mu predao meč |  Sportal.rsავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალისტები სრულად შეივსო.

მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გაუმართლა. სერბი ლორენცო მუზეტისთან სეტებში 0:2 ჩამორჩა, მაგრამ იტალიელმა ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა, თუმც ჯოკოვიჩი  ნახევარფინალში იტალიელს მაინც ვერ აცდა – მისი მეტოქე იანიკ სინერი იქნება. რეიტინგის მეორე ნომერმა ამერიკელი ბენ შელტონი ისე დამარცხება, რომ ყველა სეტში თითო ჩაწოდება წაართვა – 6:3; 6:4; 6:4.

ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდნენ: კარლოს ალკარასი-ალექსანდრ ზვერევი; ნოვაკ ჯოკოვიჩი-იანიკ სინერი.

ნახევარფინალები 30 იანვარს გაიმართება.

ქალთა შორის მეორე ნომერი პოლონელი იგა შვიონტეკი ყაზახ ელენე რიბაკინასთან დამარცხდა – 5:7; 1:6. თავად ყაზახი ჩოგბურთელი რეიტინგში მეხუთეა, ამიტომაც დიდ სენსაციად ვერ მივიჩნევთ. უფრო დაბალი რეიტინგის ჩოგბურთელმა მოიგო მეორე ნახევარფინალშიც. მეექვსე ჩოგანმა ჯესიკა პეგულამ ორი ადგილით წინ მყოფი ამანდა ანისიმოვა 6:2; 7:6 დაამარცხა.

ნახევარფინალში ითამაშებენ: არინა საბალენკა-ელინა სვიტოლინა; ჯესიკა პეგულა-ელენა რიბაკინა.

ქალთა ნახევარფინალები 29 იანვარს არის ჩანიშნული.