მათ უფრო შეეშინდათ, ვიდრე რამე დაუშავდათ ― „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ორი ფრანგი ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ, მაგრამ გუნდს ფრანკფურტში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მაინც შეუერთდებიან. „ტოტენჰემი’’ ჯგუფური ეტაპის ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „ფრანკფურტი’’ 33-ეზე.
ლონდონელთა მწვრთნელმა დანიელმა თომას ფრანკმა თქვა: „ორივე კარგად არის. სამწუხაროდ ისინი მცირე ინციდენტში მოყვნენ, მაგრამ არავინ დაშავებულა. მათ მანქანას საბურავი გაუსკდა, ამიტომ გუნდთან ერთად გერმანიაში ვერ გამოფრინდნენ. მოგვიანებით შემოგვიერთდებიან. მათ ავარია აეროპორტის გზაზე მოუვიდათ’’.






