ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან 1:3 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. არადა, მოგებისა და ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა.

თამაში ჩვენებისთვის უიღბლოდ დაიწყო – ფრანგების დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ კვარაცხელიას მოხვდა, შემდეგ კეკელიას და კარში აღმოჩნდა.

ფრანგები ფავორიტები იყვნენ და შესაბამისად უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ ჩვენს კარში ალი ასლანი იდგა, რომელიც გოლს არ უშვებდა. რამდენიმე ძალიან მაგარი შანსი ჩვენც გვქონდა, თუმც ბიჭები ბოლო მომენტში ვერ ყოჩაღობდნენ და გათანაბრების ნაცვლად ბურთი ისევ ჩვენებმა მიიღეს – ფრანგების გააზრებული კომბინაცია და 0:2.

შესვენების შემდეგაც გვქონდა საგოლედ რამდენიმე კარგი მომენტი. ერთ-ერთი ასეთი გაბრიჩიძემ გამოიყენა და შანსიც გაჩნდა. სამი წუთით ადრე ავთანდილ ასათიანმა მეკარე მოედნის ფეხბურთელით ჩაანაცვლა, მაგრამ სწორედ აქ ასლანის შემცვლელმა სებისკვერაძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ფრანგებმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორეს და მატჩის ბედიც გადაწყდა…

წილი
წინა სტატიაოთხეულები შეივსო
შემდეგი სტატიალუის ენრიკე: ალბათ რთული ტრავმაა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...