საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის ფრანგულ-იტალიურმა ხელმძღვანელობამ, ცხადია, ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე 34 მორაგბე შეარჩია,რომლებიც 8, 15 და 21 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები ჯერ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, შემდეგ – ნიდერლანდებისა. ეს მატჩები შესაბამისად ივერდონსა და ამსტერდამში გაიმართება, ხოლო 21-ში „ავჭალაზე“? ესპანეთის ნაკრებს ვმასპინძლობთ.
გამოძახებულთა შორის უამრავი ახალი სახეა. 9 მორაგბეს ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, ხოლო გიორგი მელიქიძეს ღვინისფერი კვართი საკმაოდ დიდი ხანია არ მოურგია, ისევე როგორც იოანე იაშაღაშვილს.
ძალიან საინტერესო შემადგენლობაა და სად თუ არა შვეიცარია-ნიდერლანდების დონის მეტოქეებთან უნდა მოისინჯოს უახლოესი რეზერვი? ამიტომაცაა, რომ დავით ნინიაშვილი, ბექა გიგაშვილი, ლუკა ჯაფარიძე და სხვები თავთავიანთ კლუბებში დარჩნენ, ხოლო კაპიტან ბექა გორგაძეს ტრავმა აქვს.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა „რაგბი ევროპის“ ჩემიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის:
- გიორგი ახალაძე (კლერმონი, 15 მატჩი, 5 ქულა), ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი, 4, 0), მამუკა მსტოიანი (აჟენი, 0, 0);
- ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 27, 50), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 10, 0), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი, 1, 0);
- გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 26, 15), ირაკლი აფციაური (ლიონი, 22, 0), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 7, 5);
4-5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 23, 25), გიორგი ჯავახია (ტულონი, 22, 15), თემურ წულუკიძე (ოიონაქსი, 0, 0), დავით ლაგვილავა (პერპინიანი, 0, 0), გაგი მარგველაშვილი (რასინგ-92, 0, 0);
6-8. ბექა საღინაძე (ლიონი, 52, 20), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 44, 35), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 27, 20), ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 18, 20), იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი, 1, 0), ანდრო დვალი (პერპინიანი, 0, 0);
- ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 99, 98), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 63, 55), გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი, 0, 0);
- თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 59, 385), ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 32, 203);
12-13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 74, 65), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 47, 30), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 18, 20), გიორგი შველიძე (ბრივი, 5, 0), დავით ბარბაქაძე (ლიონი, 0, 0);
11, 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 55, 250), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები, 0, 0);
- დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, 5, 12), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი, 0, 0);





