Endrick de Sousa of Lyon plays against Giorgi Tsitaishvili of FC Metz during the Ligue 1 McDonald's match between Metz and Lyon at Stade...გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ შინ „ლიონთან’’ 2:5 წააგო. ამ შეხვედრაში „რეალიდან’’ „ლიონში’’ იჯარის წესით ახალმა გადასულმა ბრაზილიელმა ენდრიკმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია მედიამ ყურადღება მასზე გაამახვილა. „ეკიპი’’ წერს, რომ ამ დღეს ენდრიკი 19 წლის და 188 დღის იყო და ეს გახლდათ მისი მეორე თამაში „გონების’’ შემადგენლობაში.

Giorgi Abuashvili of FC Metz fights for the ball with Endrick de Sousa of Lyon during the Ligue 1 McDonald's match between Metz and Lyon at Stade...21-ე საუკუნეში საფრანგეთში, ახალ გუნდში ჩატარებულ პირველსავე შეხვედრაში სამი გოლი მხოლოდ ერთ მოთამაშეს აქვს გატანილი: ეს 2007 წელს ჟოან ოდელმა მოახერხა, როდესაც „ვალენსიენის’’ შემადგენლობაში ითამაშა და „ტულუზს’’ გაუტანა (3:1).

რაც შეეხებათ ჰეთ-თრიკის ყველაზე ახალგაზრდა ავტორებს, 2000-2001 წლების სეზონის შემდეგ სტატისტიკა ასეთია: ენდრიკზე უფრო პატარა ასაკში ასეთი შედეგი მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა ― ჟერემი მენეზს (17 წლის და 260 დღის), კილიან მბაპეს (18 წლის და 53 დღის) და ოსმან დემბელეს (18 წლის და 296 დღის).

უშუალოდ „ლიონში’’ კი ენდრიკი ყველაზე ახალგაზრდა ჰეთ-თრიკის შემსრულებელი გახდა. მან გადაასწრო ლეგენდარულ ბერნერ ლაკომბს, რომელიც 1972 წელს „რედ სტართან’’ 19 წლის და 196 დღის იყო.

ენდრიკმა გარდა ლიგა 1-ში ჩატარებული ორი შეხვედრისა „ლიონის’’ შემადგენლობაში ერთი მატჩი თასზეც ჩაატარა და შედეგად ახალი გუნდის მაისურით ყველა შეჯიბრების სამ შეხვედრაში ოთხი გოლი აქვს გატანილი.

ის არის ოცდამეხუთე ბრაზილიელი, რომელმაც რონისპირელთა სახელით გოლი შეაგდო.

ენდრიკის მესამე გოლი პენალტით გავიდა. მსაჯმა ჩათვალა, რომ აბუაშვილმა მოწინააღმდეგე საჯარიმოში წააქცია, მაგრამ ეს ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება იყო.

ენდრიკის გარდა „მეცის’’ კარში გოლები გაიტანეს რიბენ კლუივერტმა და ტაილერ მორტონმა.

მასპინძელთა გოლების ავტორები კი არიან კოფი კუაო და ჰაბიბ დიალომ, რომელმაც კუაოს პასით შეაგდო.

ფრანგული პრესა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ეს იყო „მეცის’’ მწვრთნელის ბენუა ტავენის პირველი შეხვედრა ახალ სამსახურში. ის წარუმატებლად დამთავრდა. „მეცმა’’ მიმდინარე სეზონში მეცამეტე თამაში წააგო და ცხრილში ბოლო ადგილზეა.