35 დარტყმა და 33 მოგერიება… საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ალი ასლანმა, უფრო სწორად ასლანიშვილმა, ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან მატჩისას მართლაც რომ სასწაულები აკეთა. შორიდან, ახლოდან, თავით, ფეხით, რიკოშეტით, პენალტის ნიშნულიდან თუკი ბურთი კარში წავიდა, ალიმ თითქმის ყველა უკუაგდო და თუ ჩვენმა ნაკრებმა ეს მატჩი 2:2 ითამაშა, ასლანის წვლილი უდიდესია. სრულიად ლოგიკურად, უეფამ ის მატჩის საუკეთესოდ დაასახელა.

Image 38

ალი ფერეიდანიდანაა, მეუღლეც ძირძველი ქართველი ჰყავს, მაჰსა ონიკაშვილის ქალი. ალი ასლანიშვილის დიდი ოჯახი – მშობლები, ძმები, ბაბუა – ახლა თეირანში ცხოვრობს. მუსულმანია და როგორც ჭეშმარიტ მორწმუნეს შეეფერება მარხულობს, რამადანის პერიოდში მზის ჩასვლამდე საჭმელს არ ეკარება. საქართველოს ჩემპიონატის მატჩებისას ყოფილა შემთხვევა, როცა ალის კვების დრომ თამაშისას მოუწია და სნიკერსი მოედანზევე მიურთმევია.

საქართველოში 6 წლის წინ ჩამოვიდა და თამაში თსუ-ს ფუტსალის გუნდში დაიწყო. შემდეგ, ერთი წლით ირანის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, ხოლო უკან დაბრუნებულმა უკვე კავკასიის მაისურა მოირგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა… ასე ითამაშა ხუთი წელიწადი საქართველოში უწყვეტად და უეფასგან ჩვენს ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო…

Image 34

ალი ასლანიშვილი ფუტსალის ნაკრებში სათადარიგო მეკარედ ითვლება, თუმც იმის გამო, რომ ფეხით კარგად თამაშობს, როცა გუნდს შეტევა უწევს და გოლი აქვს გასატანი, რიცხობრივი უპირატესობის შესაქმნელად კარში ის არის. ასე იყო ლატვიასთან 0:4 წაგებული მატჩის მეორე ტაიმში, ასე იყო ხორვატიასთან და ასე იქნება 28-ში საფრანგეთთან. შეგახსენებთ, ჯგუფიდან გასასვლელად ჩვენებს ბოლო მატჩში ჩვენებს მხოლოდ მოგება აძლევთ ხელს…

დანარჩენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ იყოს.