ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ხორვატიას 2:2 ეთამაშა. მატჩი ხორვატების სრული დომინაციით მიმდინაორებდა და ავთანდილ ასათიანის გუნდმა ქულა რომ მოიპოვა ჩვენი ფერეიდნელი ქართველი მეკარის დამსახურებაა – ალი ასლანს 33 მოგერიება ჰქონდა, მათ შორის პენალტი.

პირველი გოლი კი ჩვენი იყო. უფრო სწორად ხორვატებმა საკუთარ კარში შეაგდეს, თუმც ჩვენებმა ტაიმის ბოლომდე ვერ გაძლეს – დაცვა შეცდა და ასლანმაც ვეღარ გვიშველა.
მეორე ტაიმიც იგივე სცენარით გაგრძელდა – ხორვატები გვიტევდნენ, ჩვენ კი, ძირითადად თავს ვიცავდით. ბალკანელები მალევე დაწინაურდნენ, რასაც ჩვენი გაცუდებჯული პენალტი მოჰყვა. საბედინიეროდ, მაინც გავათანაბრეთ. ხორვატები საკუთარ ნახევარზე პასის მიცემისას შეცდნენ და ღავთაძის პასით კეკელიამ გაათანაბრა.
ალი ასლანმა კი წუთნახევრით ადრე პენალტიც მოიგერია და გუნდს პირველი ქულა აჩუქა. ალი მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს. მან კარში 35-ჯერ დარტყმულიდან 33 მოიგერია!
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი საფრანგეთთან 28 იანვარს ითამაშებს.





