Alisson Becker and Virgil van Dijk of Liverpool check on an injured Joe Gomez during the Premier League match between Bournemouth and Liverpool at...„ლივერპულის’’ წაუგებელი სვლა დრამატულად შეწყდა ― სტუმრად „ბორნმუთთან’’ 2:3 წააგო. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს და 33-ზე ორამდე გაზარდეს. გოლები გაიტანეს ევანილსონმა და ალეხანდრო ხიმენესმა. 45-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა სხვაობა შეამცირა. მე-80 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაქვითა, მაგრამ 90+5-ზე მაროკოელმა ამინ ადლიმ მასპინძელთა გამარჯვების გოლი შეაგდო.

ამრიგად, გუნდმა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო მეკარეა, წააგო. ეს იყო მისი პირველი მარცხი ბოლო 14 შეხვედრაში.

მერსისაიდელთა მთავარმა მეკარემ ალისონმა licerpoolecho-სგან 6 ქულა დაიმსახურა. საიტმა ბრაზილიელის თამაში სიტყვიერად ასე დაახასიათა: „პირველი გოლის დროს დარტყმის მოგერიება ვერ მოახერხა, თან გომესი დაამტვრია. შემდეგ გაუშვა მეორეც, მესამე გოლის ეპიზოდში კი ძალიან არ გაუმართლა’’.

ასევე 6 ქულით შეაფასა ბეკერი Liverpool.com-მა, რომელმაც დაწერა: „გოლებს ბევრს ვერაფერს მოუხერხებდა, მაგრამ „ბორნმუთის’’ მეორე გოლის წინ ბურთი მოედნის მიღმა უნდა გადაეგდო, რათა თამაში შეწყვეტილიყო და გომესის ნაცვლად ვატარუ ენდო შესულიყო. ორიოდ ჩაწოდებას კარგად გაართვა თავი, რამდენჯერმე კარგადაც შეიტანა ბურთი თამაშში შორეული შეგდებით, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა მესამე გოლს, რომელმაც „ბორნმუთს’’ სამი ქულა მოუტანა’’.

thisisanfield – 6: „თავისი სტანდარტებიდან გამომდინარე ალისონს „ბორნმუთის’’ გოლების ეპიზოდებში უკეთ უნდა ეთამაშა.  პირველმა ორმა დარტყმამ გვერდით ჩაუარა. შეხვედრის ბოლოს რაიან კრისტის დარტყმულს თითის წვერები წაჰკრა, მაგრამ ვატარუ ენდოს მოედანზე შესვლის წინ ბურთი მოედანს მიღმა უნდა გადაეგდო’’.

სხვა საიტებმა ბრაზილიელი მეკარის თამაში ასე შეაფასეს:

flashscore – 5.9; sofascore – 6.1; whoscored – 5.9; fotomob – 4.7.