Goncalo Ramos of Paris Saint-Germain with Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain during the UEFA Champions League 2025/26 League Phase MD7... „ატლეტიკოს’’ არგენტინელი ვარსკვლავი ხულიან ალვარესი სავარაუდოდ კლუბიდან წავა. მას აკავშირებენ „ბარსელონასთან’’, „ჩელსისთან’’ და „არსენალთან’’. შესაბამისად „როხიბლანკოს’’ თავდამსხმელის შემცვლელი დასჭირდება.

„მარკას’’ ინფორმაციით მადრიდელთა სპორტული დირექტორი  მატეუ ალემანი ზაფხულისთვის ემზადება. მას ალვარესის გარდა გასარკვევი აქვს ანტუან გრიზმანისა და ალექსანდერ სორლოთის ამბავიც. კერძოდ, გრიზმანმა შეიძლება დიდ ევროპულ ფეხბურთს თავი დაანებოს და აშშ-ს MLS-ში გაემგზავროს. რაც შეეხება სორლოთს, მან ბოლოს თქვა, რომ „მეტროპოლიტანოზე’’ უნდა დარჩენა, თუმცა ნორვეგიელის საკითხი ჯერ მაინც გასარკვევია.

ალვარესს „ატლეტიკოსთან’’ 2030 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული. იმ შემთხვევაში თუკი ის მადრიდულ კლუბს დატოვებს, ალემანმა შეიძლება „პარი სენ ჟერმენიდან’’ პორტუგალიელი გონსალო რამუშის გადაბირება სცადოს.

მიმდინარე სეზონში რამუშს ყველა შეჯიბრების 28 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი და ერთი საგოლე პასი გადაწოდებული. სხვა საქმეა, რომ სათამაშო წუთები აკლია: მან ეს ყველაფერი 1000 წუთში შეძლო. ეს რომ 90 წუთზე გადავიტანოთ, 28 კი არა, 11 შეხვედრაზე ცოტა მეტი გამოდის. ხსენებული 28 მატჩიდან რამუში სასტარტო შემადგენლობაში სულ ათჯერ მოხვდა. „მარკას’’ თქმით 24 წლის ფეხბურთელი მეტ თამაშს იმსახურებს.

პორტუგალიელის კონტრაქტს ვადა 2028 წლამდე აქვს, თუმცა ის დაბალხელფასიანი ნამდვილად არ არის და „ატლეტიკოს’’ ესეც გასათვალისწინებელი ექნება.