ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მე-10 ადგილზე დაასრულა. მეცხრე ადგილისთვის მატჩში ათანასიოს კეჩაგიასის გუნდი საფრანგეთთან 13:16 დამარცხდა.
პირველი პერიოდი ფრანგებმა ანგარიში 4:2 მოიგეს. მეორე პერიოდში საქართველომ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დასკვნითი ნაწილი ფრანგებმა უკეთ ჩაატარეს და პირველი ტაიმის შემდეგ 10:6 დაწინაურდნენ.
მესამე პერიოდში თამაშის მოტრიალება არ მოხერხდა და ფრანგები ისევ ოთხი ბურთით ლიდერობდნენ. ჩვენებმა მხოლოდ ბოლო პერიოდში მოახერხეს ანგარიშის შემცირება და ისიც ერთი ბურთით. ახლა ჩვენი გუნდი მომდევნო ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადოს…






