საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა და 0:4 დამარცხდა.
ლატვია მატიუშენკოს გოლით მესამე წუთზე დაწინაურდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გასათანაბრებლად შეუტია, საგოლე მომენტებიც ბევრი შექმნა, მაგრამ ხან ლატვიის ნაკრების მეკარე რაინერს მურნიეკსი თამაშობდა კარგად, ხანაც შემტევები სცოდავდნენ და ტაიმიც ასე მორჩა.
გოლის გატანა მეორე ტაიმის დასაწყიშიც შეგვეძლო, ვერ გავიტანეთ და სამწუთიან მომანკვეთში ტარანოვსკისგან ორი გოლი მივიღეთ. ამის მერეც ვუტევდით, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, ბოლო წამებზე კი მეტოქემ უყუდაღებობისთვის დაგვსაჯა.
ჩვენს ჯგუფში, ხორვატიისა და საფრანგეთის მატჩი 2:2 დასრულდა. მეორე ტურში, 25 იანვარს, საქართველოს ნაკრები ხორვატიას ეთამაშება.





