საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფი წაგებით დაასრულახელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა სამი წაგებით დაასრულა.

ტიტე კალანდაძის გუნდი ბოლო ტურში ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა. დაახლოებით ათი წუთი თამაში ბურთი ბურთში წავიდა. მდევრის როლში საქართველო იყო. გიორგი ცხოვრებაძის გოლით საქართველო მე-11 წუთზე პირველად დაწინაურდა; მე-18 წუთისთვის საქართველოს ორბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ 25-ე წუთიდან მეტოქემ იგდო ხელთ მატჩის სადავეები. დაწინაურდნენ და პლუს სამი ბურთიც მიაყოლეს. ტაიმი 15:18 დავთმეთ.

მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ. შეტევებში დიდ დროს ვხარჯავდით და არც კარში დარტყმები წაგვივიდა. უგოლო სერია შვიდ წუთზე ცოტა მეტ ხანს გაგვიგრძელდა, რამაც ფაქტობრივად გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. მეტოქემ უპირატესობა შვიდამდე გაზარდა. საქართველოს ნაკრებმა კი გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო და 26:31 დამარცხდა.