Sandro Mamukelashvili: Breaking News, Rumors & Highlights | Yardbarkerსანდრო მამუკელაშვილი და „ტორონტო“ საკრამენტოში სათამაშოდ ჩავიდნენ და მეტოქე 122:109 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე დაბრუნდა და პარკეტზე 32.20 წუთი გაატარა. მამუს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი. სანდრომ ექვსიდან ხუთი ორქულიანი, რვიდან სამი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი კანადელებმა 15 ქულა მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ქულებით სანდრო გუნდში ორ კალათბურთელს ჩამორჩა – სკოტი ბარნსსა და ბრენდონ ინგრემს (23-23), ხოლო +/- მაჩვენებლით მეორე-მესამე მაჩვენებლი ჰქონდა. „ტორონტო“ 27 მოგებითა და 19 მარცხით კონფერენციაში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო მატჩი კი, პორტლენდში უწევს.

წილი
წინა სტატიარიგა, ლატვია, 0:4…
შემდეგი სტატიასაქართველო ევროპაში მეათეა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...