Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain FC beats Rui Silva of Sporting CP to score their side first goal during the UEFA Champions League...სამ შეხვედრაში ორი წაგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ფორიაქობს ― თამაშის ხარისხი თითქოს არ დაეწუნება, მაგრამ რაღაც აკლია. „პარიზიენი’’ მიიჩნევს, რომ ეს სიმწვავეა, რაც ამ გუნდის სისხლში ყოველთვის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო.

გაზეთი იხსენებს ერთი კვირის წინანდელ მარცხს საფრანგეთის თასზე „პარიზთან’’ და ამბობს, რომ ლუის ენრიკეს ბიჭებს ამჯერადაც არ ჰქონდათ ის, რასაც შეტევაში წარმატება მოაქვს. კერძოდ, ბრედლი ბარკოლა ეფექტური არ იყო, ოსმან დემბელე კი ვერ ამწვავებდა, რის გამოც გუნდმა თავისი სათამაშო უპირატესობის რეალიზაცია ვერ შეძლო.

პსჟ-მ გოლი 79-ე წუთზე გაიტანა, როდესაც სენი მაიულუს ნაცვლად შეხვედრის დამთავრებამდე 25 წუთით ადრე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე ითამაშა, მცველი ჩამოიშორა, შუისკენ შევიდა და მისთვის დამახასიათებლად, ლამაზად დაარტყა. „პარიზიენმა’’ ქართველს ლამაზი გოლების სპეციალისტი უწოდა. სტუმრებმა ასე გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. ლისაბონელებისგან ორივე გოლი კოლუმბიელმა ლუის სუარესმა შეაგდო.

„რა იყო ეს, შურისძიება? მას უნდოდა ლუის ენრიკესთვის დაემტკიცებინა, რომ ის შეცდა, როდესაც სასტარტო თერთმეტეულში არ დააყენა? ლისაბონის „სპორტინგთან’’ შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ ის ულაპარაკოდ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ეს იყო მისი მეშვიდე გოლი მიმდინარე სეზონში. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მან გაუტანა „ატალანტას’’ და „ლევერკუზენს’’. მან შეაგდო საკონტინენტთაშორისო თასზე „ფლამენგოსთან’’. ლიგა 1-ში მან აგრეთვე გაუტანა „ლიონს’’ და „რენს’’.

„სპორტინგთან’’ შეხვედრამდე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კვარაცხელია სულ სასტარტო შემადგენლობაში იყო გარდა ერთი შეხვედრისა – „ბარსელონასთან’’ თამაში კუნთის ტკივილის გამო გამოტოვა’’, ― დაწერა „პარიზიენმა’’.

გთავაზობთ, ქართველი ფეხბურთელის რამდენიმე შეფასებას:

Flashscore – 7.3, sofascore – 7.6, whoscored – 6.9, fotmob – 7.3,