ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში შინ „აიაქსთან’’ 1:2 წააგო. ქართველი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, ორ ეპიზოდში შეხვედრის გამწვავება სცადა, მაგრამ პირველ შემთხვევაში მისი მიმართულებით გადაწოდებული ბოლო პასი სტუმარი გუნდის მცველმა ჩაჭრა, მეორეში კი ჟორჟმა კარში დარტყმის ნაცვლად პასის ჩაწოდება ამჯობინა.
ორივე გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი თამაშის დაწყებამდევე დამთავრებული იყო. მასპინძლების მწვრთნელმა მარსელინომ პრეს-კონფერენციაზე გულშემატკივარს აღუთქვა, რომ მისი უმოტივაციო ფეხბურთელები მაინც იბრძოლებდნენ და ამიტომ შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობა ათამაშა. სასტარტოში ერთდროულად იყვნენ ტანი ოლივასეი, ნიკოლა პეპე, ალბერტო მოლეირო და აიოზე პერესი. მიქაუტაძის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა კი შეიძლება იმით იყო განპირობებული, რომ შაბათს, „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ლა ლიგაში „რეალს’’ მასპინძლობს.
ანგარიში 49-ე წუთზე ოლივასეიმ გახსნა, მაგრამ 61-ზე ოსკარ გლოხმა გაათანაბრა, ხოლო 90-ზე ოლივერ ედვარდსენმა სტუმართა გამარჯვებისა გაიტანა.
მიქაუტაძემ შეზღუდულ დროში ასეთი შეფასებები მიიღო:
flashscore – 6.1, sofascore – 6.7, whoscored – 6.1, fotomob – 6.3





