2025 Year-End Raptors Report Card: Sandro Mamukelashviliსანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ კალიფორნიაში რჩება. კანადური გუნდი ამჯერად „გოლდენ სტეიტს“ გაეჯიბრა და 145:127 აჯობა.

ქართველი კალათბურთელი „რეპტილიებს“ გამარჯვებაში ორმაგი დუბლით წაეხმარა. მამუმ პარკეტზე 25.39 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. პასივში მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი „ტორონტომ“ მეტოქეზე სამი ქულით მეტი ჩააგდო.

მამუკელაშვილმა სამქულიანები 100 %-იანი მაჩვენებლით ისროლა – ოთხივე ჩააგდო; ოთხი ორქულიანიდან კი მხოლოდ ერთი.

45 მატჩის შემდეგ, „ტორონტო“ 26 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. სანდრო და მის გუნდი მომდევნო მატჩს 22 იანვარს, ისევ კალიფორნიაში ითამაშებს და ამჯერად „საკრამენტოს“ ესტუმრება.