ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო და ჯგუფში დარჩა.

ტიტე კალანდაძის გუნდი ამჯერად ერთ-ერთ თანამასპინძელ შვედეთან დამარცხდა – 29:38.  კონტინენტის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან მოგების ილუზია არც გვქონდა.

ბრძოლა მხოლოდ ნახევარი ტაიმი გაგრძელდა. შემდეგ მასპინძლებმა გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე მარტივად მოიგეს. ერთადერთი სანუგეშო ის გვაქვს, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე 11 გოლის გამტანი გიორგი ცხოვრებაძე გახდა.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჩასატარებელი ერთი მატჩი დარჩა – 21 იანვარს, ნიდერლანდებთან.