ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთს გაეჯიბრა და 10:15 დამარცხდა.
მოგების შემთხვევაში ათანასიოს კაჩეგიასის გუნდი მაღალ ადგილებს დაუმიზნებდა, მაგრამ… სამი მეოთხედი ბრძოლა: პირველი და მეორე ფრედ დამთავრდა, ხოლო მესამე მეოთხედი რუმინელებმა ერთი ბურთით მოიგეს. თუ იქამდე ჩვენები დაცვაში ყოჩაღობდნენ, ბოლო მეოთხედში შვიდი ბურთი გაუშვეს, რაც ძალიან ბევრია. საპასუხოდ მხოლოდ სამი გაიტანეს და…
ახლა საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემთხვევაში, მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს. საამისოდ, 21 იანვარს თურქეთის უნდა მოუგოს.






