მო სალაჰმა პენალტების სერიაში ააცილა. ეგვიპტე დამარცხდა. აფრიკის ერთა თასის მესამე ადგილი ნიგერიას ერგო. 0:0-ს შემდეგ თერთმეტმეტრიანებში – 4:2.

„სუპერარწივებიდან’’ გადამწყვეტი დარტყმა „ატალანტას’’ ვარსკვლავმა ადემოლა ლუკმენმა შეასრულა.

ზოგადად, როგორც მესამე ადგილისთვის მატჩებში ხდება, მეტოქეები არც ამ შეხვედრაში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ჟინით. ეს ცხადად ჩანდა პირველ ტაიმში, როდესაც გუნდებს სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთის თამაშით დიდად არ შეუწუხებიათ თავი.

პენალტების სერიის შემდეგ ნიგერიელებმა დიდად არც სიხარული გამოხატეს.

Ademola Lookman of Nigeria, Ramy Rabia of Egypt during the Africa Cup of Nations playoff between Egypt and Nigeria at the Stade Mohammed V on January...