Nika Egadze lands 4 quads and wins European figure skating title ahead of Olympics - Yahoo Sports

 

შეფილდში მიმდინარე მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

კონტინენტის საუკეთესო ამჯერად ნიკა ეგაძე გახდა!

კაცთა ინდივიადუალურ შეჯიბრებაში ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა, მაგრამ გადამწყვეტი თავისუფალი პროგრამა იყო. ნიკამ მეორე დისციპლინაშიც შესანიშნავად ისრიალა, მსაჯებისგან ყველაზე მაღალი – 181.72 ქულა დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით დააგროვა.

მეორე ადგილზე გასულ იტალიელ მატეო რიცოს (256.37) დიდი უპირატესობით გაასწრო.

ეს საქართველოს დელეგაციის მეორე ოქროს მედალია. ეს შედეგი კი, ჯერ კიდევ მიმდინარე ევროპირველობაზე საუკეთესო მაჩვენებელია.