Joao Neves of Paris Saint-Germain F.C. And Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain F.C. Are all smiles during a training session at the PSG...
ჟოაო ნევეში დღეს ვერ ითამაშებს

საფრანგეთის დროით დღეს საღამოს 9 საათზე, საქართველოს დროით კი ზუსტად შუაღამისას „პარი სენ ჟერმენი’’ „ლილს’’ მასპინძლობს. საფრანგეთის თასიდან ოთხი დღის გავარდნილი პარიზელების მწვრთნელი ლუის ენრიკე ამ შეხვედრაში უძლიერესი შემადგენლობით აპირებს თამაშს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კუნთის გაჭიმვის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს პორტუგალიელი ჟოაო ნევეშია.

შეგახსენებთ, რომ თანაქალაქელი „პარიზის’’ წინააღმდეგ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში ესპანელმა თავკაცმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა ― სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ დეზირე დუე, ოსმან დემბელე, ნუნუ მენდეში და მარკინიოსი. დღეს მეოთხე ადგილზე მყოფ გუნდთან ლუის ენრიკე იმავეს არ გაიმეორებს. გამარჯვების შემთხვევაში პსჟ ლიდერ „ლანსს’’ წნეხის ქვეშ მოაქცევს. თავის მხრივ „ლანსი’’ შაბათს „ოსერს’’ მასპინძლობს. ცხრილში მდგომარეობა დაძაბულია. ლანსელთა უპირატესობა მხოლოდ ერთქულიანია.

„პარიზიენი’’ წერს, რომ დაცვაში პარიზელები ათამაშებენ უორენ ზაირ-ემერის, მარკინიოსს, პაჩოსა და მენდეშს. შეტევაში იქნებიან ხვიჩა კვარაცხელია, დემბელე და ბრედლი ბარკოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ დუე ნევეშის ადგილას ნახევარდაცვაში გადავა.

შესაბამისად, მოედნის შუაში მოსალოდნელია ხსენებული დუეს და ვიტინიას პარტნიორობა. რაც შეეხება ამ რგოლის მესამე მოთამაშეს, ის ლუის ენრიკეს ჯერ სავარაუდოდ არჩეული არ ეყოლება. „მარსელთან’’ და „პარიზთან’’ ფაბიან რუისი თავისებურად ვერ თამაშობდა. 2026 წელს მან სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და არ არის გამორიცხული დასვენება სჭირდებოდეს, მითუფრო, რომ ოთხი დღის მერე პარიზელებს ჩემპიონთა ლიგაში ლისაბონში სპორტინგთან უწევთ შეხვედრა. ერთი სიტყვით, არ არის გამორიცხული, რომ დღეს „ლილთან’’ მოედანზე სენი მაიულუს ვიხილოთ.

კარში კონკურენციის გარეშეა ლუკა შევალიე, რომელსაც თავის ყოფილ თანაგუნდელებთან უწევს დაპირისპირება. პარიზელთა რუსი მეკარე მატვეი საფონოვი კი კვლავ საკონტინენტთაშორისო თასზე „ფლამენგოსთან’’ მოტეხილ ხელს მკურნალობს.