England v Germany: UEFA Nations League - League Path Group 3ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფებმა გადაწყვიტეს „უემბლის’’ ზედა იარუსს 10 ათასი ფეხზე სადგომი ადგილი დაამატონ, რის შედეგადაც ლონდონის ლეგენდარული სტადიონი გახდება ბრიტანეთში ყველაზე მეტი სადგომი ადგილის მქონე სარბიელი ბოლო 30 წლის განმავლობაში. რეკონსტრუქციის წყალობით მარტში „კარაბაოს თასის’’ ფინალსა და სხვა, მათ შორის ინგლისის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებზე (ურუგვაისა და იაპონიასთან), საშუალოდ ყოველი რვიდან ერთზე მეტი მაყურებელი ფეხზე მდგომი უყურებს თამაშს.

„უემბლიზე’’ ჯერ კიდევ 2023 წელს დაამონტაჟეს ეგრეთწოდებული უსაფრთხო ფეხზე სადგომი ადგილები, რის წყალობითაც იმ წლის „კარაბაოს თასის’’ ფინალში „ნიუკასლსა’’ და „მანჩესტერ იუნაიტედს’’ გამოეყოთ 867 დამატებითი ადგილი თითოს. ამას წინ უძღოდა გულშემატკივართა ჯგუფების მრავალწლიანი ინტენსიური მუშაობა რათა გაუქმებულიყო კანონი, რომლის თანახმად მნიშვნელოვანი შეხვედრების ფეხზე დგომით ყურება აკრძალული იყო. ეს კანონი 1989 წლის 15 აპრილის „ჰილსბოროს’’ ცნობილი ტრაგედიის შემდეგ შემოიღეს. 2022 წელს როგორც კი ხსენებული რეგულაცია გაუქმდა, გულშემატკივრებმა ახალი ბრძოლა წამოიწყეს – მათ მოინდომეს მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ფეხზე სადგომი ადგილი. ფეხბურთის ასოციაცია ამ მოთხოვნას შემოდგომაზე დაყაბულდა.

როგორც ირკვევა, სადგომი სექციების მოწყობას მშენებლობის უფლება არ სჭირდება, მაგრამ „უემბლის’’ სტადიონის უსაფრთხოების ორგანომ სახელად „ბრენტის საბჭო’’ რაღაც ქაღალდი მაინც უნდა გასცეს. ინგლისური პრესის თქმით „ბრენტის საბჭოს’’ და სპორტულ ნაგებობათა უსაფრთხოების სახელმწიფო სამმართველოს ასეთი საბუთი ჯერ არ შეუმუშავებია, მაგრამ ნოემბრიდან მუშაობა წინსწრებით მაინც გაჩაღდა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ფეხზე სადგომი სივრცე მარტის შუა რიცხვებისთვის მზად იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვედა იარუსზე ასეთი სექტორები უკვე არსებობს, გამოვა, რომ 90 000 მაყურებლის 13 პროცენტი თამაშებს ფეხზე დამდგარი ნახავს.