ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე მატჩში ხორვატიასთან დამარცხდა – 7:18. მეტნაკლებად დაძაბული მხოლოდ პირველი პერიოდი იყო, რომელიც ხორვატებმა 3:2 მოიგეს; დანარჩენი მეოთხედები პირწმინდად წავაგეთ.
ყველაზე ცუდი, ბერძნებთან შეხვედრის არ იყოს, ისევ მეორე მეოთხედი გამოგვივიდა. ბალკანელებს მოგება არ გასჭირვებიათ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა ასეთია: რაზმაძე (1 გოლი), ტყეშელაშვილი, დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე (2), ვაშიჩი, ადეიშვილი, სარიჩი, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, ტანკოშიჩი, პიეშივაჩი (1), გვეტაძე, ვლაჰოვიჩი (1).
საქართველოს ნაკრები 15 იანვარს სლოვენიას ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადავა. ფორმატის თანახმად, ჯგუფების საუკეთესო სამეულები ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ.





