Raphinha-Flick: plena sintonía, fruto del agradecimiento y la confianza  recíproca | LaLiga EA Sports 2025 - 2026„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რაფინიამ 2026 წლის ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის „რეალთან“ 3:2 გამარჯვებაზე ისაუბრა.

„ჩემი საუკეთესო მომენტი ამ სეზონში? არასდროს ვიტყოდი ასე, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან! რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი გავიღო გუნდისთვის, დავეხმარო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს… კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აზროვნება და გამარჯვების მუდმივი სურვილი. ჩვენ ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ. როდესაც ამ მაისურას ირგებ, შენი მთავარი მიზანი თასების მოგება უნდა იყოს…

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდი მეორე ტაიმში კონცენტრირებულად დაბრუნდა… ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ჰანსი ფლიკი რომ არ მოსულიყო, „ბარსას“ დავტოვებდი. მან ყველაფერი შეცვალა. მითხრა, რომ მნიშვნელოვანი ვიქნებოდი. ეს არის ის, რაც ფეხბურთელს სჭირდება: თავდაჯერებულობა“, – თქვა 29 წლის ბრაზილიელმა პრესკონფერენციაზე.

„რეალის“ წინააღმდეგ მატჩში რაფინიამ ორი გოლი გაიტანა, მათ შორის – გამარჯვებისა და მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა.