სერბეთში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და საქმეში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთო.
ათანასიოს კაჩიგიასის გუნდს მძიმე სტარტი გამოუვიდა და ჩვენი გუნდი საბერძნეთთან განადგურდა – 6:20.
პირველი პერიოდი ბერძნებმა 3:0 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენების წინ ანგარიში 12:2 იყო და, ცხადია, მატჩის ბედიც გადაწყვეტილი. შემდეგ უპირატესობა მხოლოდ მეტოქის სასარგებლოდ იცვლებოდა და ანგარიშიც.
საქართველოს ნაკრები 13 იანვარს ხორვატიას ეთამაშება, რომელმაც ტურნირი სლოვენიასთან (24:4) გამარჯვებით დაიწყო.






