ალვარო არბელოა „რეალის“ ახალი მწვრთნელია. ინფორმაცია მადრიდულმა კლუბმა გაავრცელა.
ესპანელმა პოსტზე ჩაბი ალონსო შეცვალა, რომელმაც გუნდი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
რაც შეეხება არბელოას., ის „რეალში“ 2009-16 წლებში თამაშობდა და ტიტულებიც საკმაოდ მოიგო.
ალვარო არბელოა ბოლოს „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.






