დღეს დილით ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს. ჩვენებურის „ტორონტომ“ „ატლანტა ჰოუქსს“ უმასპინძლა და 134:117 მოუგო.
კანადელთა მწვრთნელმა დაბალი ხუთეული არჩია და მამუკელაშვილს სასტარტოში არ დაუწყია. თუმცა, პარკეტზე 31:56 წუთი მაინც გაატარა და სამმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა: 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება – ასეთია სანდროს მონაგარი. მამუმ ხუთიდან ოთხი ორქულიანი და ხუთიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. ბურთი არ დაუკარგავს და მისი მოედანზე ყოფნის დროს „ტორონტომ“ მეტოქეზე 27 ქულით მეტი ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ მატჩში რვა პასი სანდრო მამუკელაშვილისთვის NBA-ში სარეკორდოა.
„ტორონტო“ 21 მოგებითა და 15 მარცხით კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მეტოქე კვლავ „ატლანტა ჰოუქსი“ იქნება.





