Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain F.C. Is hit during the FIFA Intercontinental Cup Final between Flamengo FC and the Paris Saint Germain...დღეს პარიზული დერბია, „პარი სენ ჟერმენი’’ „პარიზს’’ მასპინძლობს და როგორც საფრანგეთის დედაქალაქის გაზეთი „პარიზიენი’’ წერს, ამ შეხვედრაში მონაწილეობის დიდი შანსი უპირატესად პსჟ-ს იმ ფეხბურთელებს აქვთ, რომლებმაც ახალი წლის წინ თასის ოცდამეთორმეტედფინალში „ვენდე ფონტენეს’’4:0 მოუგეს. მიზეზი: ერთი კვირის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდს „ლე კლასიკი’’ ელის ანუ „მარსელს’’ ხვდება და უძლიერესი შემადგენლობა იქ სჭირდება.

„ელ კლასიკი’’ რომელიც 8 იანვარს კუვეიტში გაიმართება საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაა, რომელსაც Trophée des Champions ეწოდება. ამიტომაც, მაგალითად გამოჯანმრთელებული მარკინიოსი სწორედ იქ გავა მოედანზე და არა დღეს „პარიზთან’’ შეხვედრაში.

„პარიზთან’’ დიდი ალბათობით მოედანზე ვერც ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას ვნახავთ. მან პარასკევს ვარჯიშზე ფეხი იტკინა და მწვრთნელი არ გარისკავს. ხვიჩას მაგივრად ბრედლი ბარკოლა ირბენს.

კარში ლუკა შევალიე დაბრუნდება, რადგან საკონტინენტთაშორისო თასის გმირი მატვეი საფონოვი დაშავებულია. შევალიეს წინ სავარაუდოდ იგივე დაცვა დადგება, რომელიც 20 დეკემბერს „ვენდე ფონტენესთან’’ იდგა: ილია ზაბარნი, ლუკას ბერალდო და ლუკა ერნანდესი. ერთადერთი, უნივერსალური უორენ ზარი-ემერი მარჯვენა მცველის პოზიცის გაამაგრებს, რადგან დავიდ ბოლი დაშავებულია, ხოლო აშრაფ ჰაკიმი აფრიკის ერთა თასზე იმყოფება. აფრიკის თასზეა იბრაჰიმ მბაიეც.

ნახევარდაცვაში იქნებიან „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ’’ ვიტინია, სენი მაიულუ და ჟოაო ნევეში, თუმცა მათ მხარდამხარ ვერ ვნახავთ კანგ-ინ ლის, რომელსაც მარჯვენა ბარძაყი სტკივა.

თავდასხმაში ბარკოლას მხარდამხარ ითამაშებენ ოსმან დემბელე, რომელიც როგორც იქნა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდება, და დეზირე დუე.