გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის კლუბმა „მეცმა’’ გაავრცელა განცხადება, რომ მისი ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ტაირის დოს სანტოსი შვეიცარიის კურორტ კრანს-მონტანაში, ბარში გაჩენილ ხანძარში მოჰყვა და დაშავებულია. მოგეხსენებათ, სათხილამურო კურორტზე მომხდარ უბედურ შემთხვევას დაახლოებით 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კლუბი იტყობინება, რომ 19 წლის ფეხბურთელი რამდენიმე ადგილას დამწვარია. ის გადააფრინეს გერმანიაში, სადაც მკურნალობენ.
„ეკიპის’’ თანახმად დოს სანტოსს რამდენიმე დღიანი არდადეგები ჰქონდა, რომლის გასატარებლად მეგობრებთან ერთად შვეიცარიას გაემგზავრა. ორშაბათს, ვარჯიშზე უნდა გამოცხადებულიყო.
„თუ მის ჯანმრთელობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება, დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ, მანამდე კი ტაირისისა და მისი ოჯახის პირად სივრცეს პატივი ვცეთ’’, ― მოუწოდა „მეცმა’’ გულშემატკივრებს.
ხანძარში დაშავდა საფრანგეთის 6 მოქალაქე, კიდევ 8 ფრანგი დაკარგულია.





