LONDON, ENGLAND - Saturday, December 20, 2025: Liverpool's goalkeeper Alisson Becker after the FA Premier League match between Tottenham Hotspur FC and Liverpool FC at the Tottenham Hotspur Stadium. (Photo by David Rawcliffe/Propaganda)ინგლისურმა, ლივერპულურმა საიტმა რომელსაც ჰქვია This is Anfield საახალწლო სურვილები თუ რეკომენდაციები ჩამოწერა. მან დაახასიათა მერსისაიდული კლუბის ყველა ფეხბურთელი, მათ შორის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

ჩვენს მკითხველს მთელი წერილით თავს არ შევაწყენთ, რადგან კონორ ბრედლის ან კერტის ჯონსის დახასიათება სავარაუდოდ საინტერესო არ იქნება, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც ჩვენი გაგებით კონკურენტ მეკარეებს ალისონსა და მამარდაშვილს ეხება გადმოვაქართულეთ და ქვემოთ გთავაზობთ:

ალისონი

„ლივერპულს’’ ზაფხულში ბრაზილიელთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელება შეუძლია, რაც სავარაუდოდ პრობლემა არ იქნება, მაგრამ ამასთან ყველაფერს აჯობებს თუკი ის მუდამ ჯანმრთელი იქნება.

ალისონი ისტორიაში შევა როგორც „ლივერპულის’’ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ან სულაც საუკეთესო და ჩვენ არ გვინდა ცხოვრების რეალობას მის გარეშე ვუყუროთ. ის რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყოს ჯანმრთელად.

გიორგი მამარდაშვილი

ალისონის ტრავმებმა ქართველს სადებიუტო სეზონში შანსი მისცა, მაგრამ იმ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ მისი თამაშის რამდენიმე ასპექტი  გაუმჯობესებას საჭიროებს. ერთი მათგანი პასების გადაწოდებაა.

მამარდაშვილის თამაში მას მერე გაუმჯობესდა, რაც მისი თანაგუნდელები მიხვდნენ, რომ ის ფეხით ცაციაა და სწორედ დაიწყეს მისთვის ბურთის მიგორება, თუმცა მას სამუშაო ჯერ კიდევ აქვს.