NBA-ში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ და „გოლდენ სტეიტი“ დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში 141:127 დაამარცხა.
მიუხედავად ჯეიკობ პოელტლის არყოფნისა, ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ვერც იმას ვიტყვით, რომ დიდი დრო მიეცა – 21.48 წუთი. თუმცა, ნაყოფიერად გაისარჯა – 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება.
მამუმ შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ოთხიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. გასაოცარი თამაში ჰქონდა სკოტ ბარნსს, ვინაც ჩვენებურის პოზიციაზე ითამაშა – 23 ქულა, 25 მოხსნა, 10 პასი.
ახლა „ტორონტოს“ 19 მოგება და 14 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.
მომდევნო მატჩი „ტორონტოს“ 30 დეკემბერს „ორლანდოსთან“ აქვს. თუ გოგა ბითაძე გამოჯანმრთელებას მოასწრებს, „ქართული დერბი“ უნდა ვიხილოთ.





