Ousmane Dembélé - Best Men’s Player28 დეკემბერს დუბაიში გაიმართა Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება. ლაურეატები როგორც ყოველთვის მთელს მსოფლიოში გულშემატკივრების გამოკითხვისა და ექსპერტებისგან შედგენილი ჟიურის შეფასების შეჯამებით გამოავლინეს. ჟიურიში ყვნენ ფრანჩესკო ტოტი, იკერ კასილიასი, ლუიშ ფიგუ და მარჩელო ლიპი.

Lamine Yamal - Best Forwardორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ წლევანდელი ცერემონიალის მთავარი მოვლენა ახალი ჯილდოს დაწესება იყო. ის კრიშტიანუ რონალდუმ წარადგინა. ჯილდო გადაეცა ჩოგბურთის ლეგენდას ნოვაკ ჯოკოვიჩს და ამით Globe Soccer Awards-ის შეფების აზრით სპორტის სხვადასხვა სახეობას შორის ზღვარი წაშალა. როგორც ჩანს ამიერიდან Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება მხოლოდ საფეხბურთო მოვლენა აღარ იქნება.

გთავაზობთ გამარჯვებულთა ჩამონათვალს:

საუკეთესო კაცი ფეხბურთელი: ოსმან დემბელე (საფრანგეთი, პსჟ)

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: აიტანა ბონმატი (ესპანეთი, ბარსელონა)

საუკეთესო მწვრთნელი: ლუის ენრიკე (ესპანეთი, პსჟ)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეზირე დუე (საფრანგეთი, პსჟ)

შუა აღმოსავლეთის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, ალ-ნასრი)

კაცთა საუკეთესო კლუბი: პარი სენ ჟერმენი (საფრანგეთი)

ქალთა საუკეთესო კლუბი: ბარსელონა (ესპანეთი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ვიტინია (პორტუგალია, პსჟ)

საუკეთესო თავდამსხმელი: ლამინ იამალი (საფრანგეთი, პსჟ)

საუკეთესო სპორტული დირექტორი: ლუიშ კამპუში (პსჟ)

საუკეთესო აგენტი: ჟორჟე მენდეში

საუკეთესო პრეზიდენტი: ნასერ ალ-ხელაიფი (პსჟ)

მარადონას ჯილდო: ლამინ იამალი

საუკეთესო დაბრუნება: პოლ პოგბა (საფრანგეთი, მონკო)

საუკეთესო ნაკრები: პორტუგალია

დიდი კარიერისთვის დაჯილდოვდნენ ჰიდეტოში ნაკატა და ანდრეს ინიესტა.

მარადონას ჯილდოს ადრე ბომბარდირებს ანიჭებდნენ, ბოლო წლებში კი ეს პრიზი უფრო სუბიექტური გახდა და მხოლოდ სტატისტიკაზე არ არის დამოკიდებული. ის ქარიზმას და ლიდერის თვისებებსაც გულისხმობს.