„სარბიელის’’ ტრადიციული, ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტიანი გამოკითხვის შედეგების გამოცხადება წლეულს ობიექტური მიზეზების გამო დაგვიგვიანდა, თუმც არა უშავს, საუკეთესოები ხომ არსად იკარგებიან…

შეგახსენებთ, „სარბიელის’’ გამოკითხვა 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება. 2008 წლამდე ქარლთველი ჟურნალისტები თავიანთ რჩეულს დაბრკოლების გარეშე, რეგულარულად ასახელებდნენ, შემდეგ კი რიგ გარემოებათა გამო იყო სამწუხარო 10-წლიანი წყვეტა, რომელიც 2018 წელს „ლიდერბეთის’’ ხელშეწყობით აღდგა. თანამშრომლობა მყარი გამოდგა. ჩვენი პარტნიორი წლეულსაც „ლიდერბეთია’’, რისთვისაც მადლობის მეტი რა გვეთქმის.

წლევანდელ გამოკითხვაში, რომელიც 2025 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა, 78  სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ დაასახელეს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი. ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის მფლობელი კი, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ერთპიროვნულად „სარბიელის’’ რედაქციამ დაასახელა.

ჟურნალისტებმა თავიანთი რჩეულები პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ჩამოწერეს. ადრეც ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა კი ძველი და მარტივი გახლდათ – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამეს – 1. ქულები ჯამდება. შედეგები, ცხადია, ამჯერადაც საჯაროა.

ახლა მთავარი: საქართველოს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფებურთელი – ხვიჩა კვარაცხელია !!!

მეორე არის გიორგი მიქაუტაძე, მესამე – გიორგი მამარდაშვილი.

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოდ დაასახელა 77 ჟურნალისტმა და მხოლოდ ერთის რჩეული გამოდგა გიორგი მამარდაშვილი. გიორგი მიქაუტაძეს პირველი ადგილი არ მიუღია.

ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი „ნაპოლიში’’ დაიწყო და 2025 წლის იანვირდან პსჟ-ში გააგრძელა. გააგრძელა და გააგრძელა, მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც საკლუბო დონეზე შეიძლებოდა… მხოლოდ ერთხელ მოეცარა ხელი, როცა მისი გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან’’ დამარცხდა. გავიხსენოთ ხვიჩას მონაგარი:

მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, იტალიის ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი, საფრანგეთის თასი და საკონტინეტთაშორისო თასი… გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გოლი გაიტანა საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში… მე-12 ნომრად იყო დასახელებული „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში…

„სარბიელის’’ წლევანდელ გამოკითხვაში ხვიჩამ ჯამში მიიღო 232 ხმა. მან უდიდესი უპირატესობით ჩამოიტოვა გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი, შესაბამისად 96 და 61 ქულა. ხვიჩა მხოლოდ ერთი ჟურნალისტის ანკეტაში ამოვიკითხეთ მე-3 პოზიციაზე.

ხვიჩასთვის ეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის მესამე ტიტულია, რითაც გაუთანაბრდა შოთა არველაძეს.

ხვიჩა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი პირველად 2020 -2021 წლების სეზონის შედეგების მიხედვით გახდა. მაშინ ის რუსულ „რუბინში’’ თამაშობდა. მეორედ – 2022-2023 წლების სეზონის ბოლოს, „ნაპოლიში’’ თამაშის პერდიოში გახდა ჩვენი რჩეული და ესეც მესამე… ალალი და დამსახურებული!

ნომინანტთა შორის ამჯერად სულ 9 ფეხბურთელია, ყველა ლეგიონერი, რაც, ცხადია, ეროვნული ლიგის არც თუ მაღალ დონეზე მეტყველებს.

ხვიჩას,  მოქანდაკეების, ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის დამზადებული ექსკლუზიური პრიზი (იასონ კვირკველიას ფიგურა კინოფილმიდან „პირველი მერცხალი’’ )  უახლოეს მომავალში ჩაბარდება.

რაც შეეხება ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტს. ის 78 ჟურნალისტიდან 76 -მა გამოავლინა. აქაც, უდიდესი უპიტრატესობით იმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „უდინეზეს’’ მცველმა საბა გოგლიჩიძემ. მისთვის ეს პირველი დიდი აღიარებაა. ბრინჯაოს პრიზი (ხვედელიძის ფიგურა ფილმიდან „ფეოლა’’ ) მასაც მალე გადაეცემა.

და ჯილდო ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ალექსანდრე ჩივაძე !!!   ეს უდიდესი ფეხბურთელი ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის რიგით მესამე ლაურეატია. აქამდე ჯილდო მანუჩარ მაჩაიძესა და მურთაზ ხურცილავას გადავეცით.

იხილეთ გამოკითხის სრული შედეგები და ვიდეოები

ჟურნალისტიI ადგილიII ადგილიIII ადგილისაუკეთესო დებიუტანტი
მიხეილ აბაიშვილი (სსჟა)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეხარებაშვილი
ღვთისავარ ანთაძე (sportal.ge)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგოგლიჩიძე
ილია ბაბუნაშვილი (sarbieli.com)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგაგნიძე
სალომე ბალახაშვილი (allsport.ge)კვარაცხელიაჩაკვეტაძექოჩორაშვილიგოგლიჩიძე
ვასილ ბალახაძე (ქართლი)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგაგნიძე
დავით ბანანაშვილი (საზმაუ)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგოგლიჩიძე
ბიძინა ბარათაშვილი (სილქსპორტი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგულიაშვილი
კახა ბერიძე (E-ტაბლო)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
ვახტანგ ბზიკაძე (სარბიელი, uefa.com)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგულიაშვილი
ელენე ბილიხოძე (პირველი რადიო)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგულიაშვილი
ირაკლი ბუხალი (dinamo.ge)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილი
პაატა გელაშვილი (ლელო)კვარაცხელიაკიტეიშვილიქოჩორაშვილიგაგნიძე
დავით გელაძე (ლიდერსპორტი)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
გიგა გვენცაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამამარდაშვილიკიტეიშვილიგოგლიჩიძე
ლაშა გოდუაძე (Mygoals.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიკიტეიშვილიგოგლიჩიძე
ირაკლი გოგვაძე (crystalsport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგოგლიჩიძე
ლევან გუგუტიშვილი (რუსთავი 2)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეხარებაშვილი
სოლომონ გულისაშვილი (worldsport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
ვახო დარასელია (რადიო ფორტუნა)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
გიორგი დარჯანია (tv პირველი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგულიაშვილი
ლაშა დვალიშვილი (რუსთავი 2)კვარაცხელიამამარდაშვილიკიტეიშვილიგოგლიჩიძე
დავით ერაძე (სპორტ-ჰაბი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგულიაშვილი
სოფო ერქვანია (tv იმედი)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგაგნიძე
გიორგი ვაშაკიძე (sarbieli.com)კვარაცხელიამიქაუტაძედავითაშვილიგულიაშვილი
გოჩა თანდარაშვილი (ლიდერსპორტი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოგლიჩიძე
ლაშა თაბაგარი (ფეხბურთი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოგლიჩიძე
გია თვალაბეიშვილი (საზმაუ)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
ირაკლი იმედაძე (სეტანტა)კვარაცხელიამიქაუტაძედავითაშვილიგოგლიჩიძე
კობა ინასარიძე (sarbieli.com)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგულიაშვილი
დავით კაკაბაძე (sarbieli.com)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოგლიჩიძე
ალეკო კაკაურიძე (ლელო)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძებედოშვილი
ფრიდონ კერვალიშვილი (თ/ჟ)კვარაცხელიამიქაუტაძეჩაკვეტაძეგოგლიჩიძე
პაატა კვანტალიანი (sarbieli.com)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგოგლიჩიძე
მამუკა კვარაცხელია (სფფ)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოგლიჩიძე
გეგი კიკაბიძე (nomadsport)კვარაცხელიამამარდაშვილიქოჩორაშვილიხარებაშვილი
მაგდა კლდიაშვილი (recorder.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიდავითაშვილიგოგლიჩიძე
მამუკა კუკულაძე (Crystalsport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგოგლიჩიძე
მეგი კუპატაძე (სფფ)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
ნუკრი ლოლაძე (სარბიელი)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგოგლიჩიძე
მერაბ მამულაშვილი (საზმაუ)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
დავით მინაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოგლიჩიძე
გიორგი მურვანიძე (აჭარა tv)კვარაცხელიამამარდაშვილიკიტეიშვილიგოგლიჩიძე
ილია ნანობაშვილი (leadersport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
ტატო ნიკურაძე (sport4me.ge )კვარაცხელიამიქაუტაძედავითაშვილიგოგლიჩიძე
გიორგი პავლიაშვილი (სილქსპორტი)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
თენგიზ პაჭკორია (Gruzia Online)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
გია პლატონიშვილი (საქ. რესპუბლიკა)კვარაცხელიამამარდაშვილიკიტეიშვილიგოგლიჩიძე
მიხეილ ჟორჟოლიანი (ახალი თაობა)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგოგლიჩიძე
უშანგ რუხაძე (თავისუფალი ჟურნალისტი)კვარაცხელიაქოჩორაშვილისაზონოვიგაგნიძე
საბა საბანაძე (leadersport.ge)კვარაცხელიაკიტეიშვილიმამარდაშვილიგოგლიჩიძე
სალომე საგინაშვილი (90 წუთი)კვარაცხელიამამარდაშვილიგოჩოლეიშვილიგოგლიჩიძე
გიორგი სანაძე (euronews)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
ხვიჩა სანიკიძე (soccerway)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
ლევან სალუქვაძე (სილქსპორტი )კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგულიაშვილი
ია სართანია (TV ფორმულა)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაგოგლიჩიძე
საბა საპანაძე (Geo Team)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოგლიჩიძე
დავით სხირტლაძე (Crystlsport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოგლიჩიძე
ნიკოლოზ ტაბატაძე (სეტანტა)კვარაცხელიამიქაუტაძედავითაშვილიგოგლიჩიძე
გია ტუხაშვილი (ლელო)კვარაცხელიაკიტეიშვილიმამარდაშვილიგოგლიჩიძე
ირაკლი ფოფხაძე (თ/ჟ)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
გიორგი ფულარიანი (სეტანტა)კვარაცხელიაქოჩორაშვილიკიტეიშვილიგოგლიჩიძე
მიშა ფურელიანი (ევრონიუსი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოგლიჩიძე
მამუკა ქანთარია (გურია)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოგლიჩიძე
ვაკო ყიფიანი (europop)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
მერაბ ყუფარაძე (ძმების პოდკასტი)კვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილიგოგლიჩიძე
ამირან შაიშმელაშვილი (ბეთლაივი)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძე
დიმა შარიქაძე (Crystalsport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
ცოტნე შაორშაძე (პალიტრა tv)კვარაცხელიაქოჩორაშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
რატი შელეგია (კვირის პალიტრა)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
ნანა ჩოკორაია (სფფ)კვარაცხელიამამარდაშვილიკიტეიშვილიგოგლიჩიძე
ბაჩო ცალუღელაშვილი (gazzetta)კვარაცხელიამიქაუტაძეჩაკვეტაძეგოგლიჩიძე
ხატია ცარციძე (gazzetta)კვარაცხელიამამარდაშვილიკიტეიშვილიგოგლიჩიძე
შალვა ცხადაძე (leadersport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძედავითაშვილიგაგნიძე
პაატა ძნელაძე (ფეხბურთი)კვარაცხელიამიქაუტაძედავითაშვილიგოგლიჩიძე
როსტომ წულუკიძე (ტვ იმედი)კვარაცხელიამამარდაშვილიკიტეიშვილიგაგნიძე
გიორგი ხარშილაძე (leadersport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
ანდრო ხელაძე (სეტანტა)კვარაცხელიამიქაუტაძედავითაშვილიგოგლიჩიძე
თამარ ჯიშკარიანი (tsff.ge)კვარაცხელიაკიტეიშვილიმიქაუტაძეგოგლიჩიძე
ფეხბურთელიI ადგილი / ქულაII ადგილი / ქულაIII ადგილი / ქულაქულა
ხვიჩა კვარაცხელია77 / 2310 / 01 / 1232
გიორგი მიქაუტაძე0 / 035 / 7026 / 2696
გიორგი მამარდაშვილი1 / 322 / 4414 / 1461
ოთარ კიტეიშვილი0 / 017 / 3421 / 2054
გიორგი ქოჩორაშვილი0 / 03 / 64 / 410
ზურიკო დავითაშვილი0 / 00 / 08 / 88
გიორგი ჩაკვეტაძე0 / 01 / 22 / 24
გიორგი გოჩოლეიშვილი0 / 00 / 01 / 11
საბა საზონოვი0 / 00 / 01 / 11
ფეხბურთელიხმა
საბა გოგლიჩიძე57
გიორგი გულიაშვილი8
ნიკა გაგნიძე7
საბა ხარებაშვილი3
ვახო ბედოშვილი1