საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „იბერიას“ ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ისრაელის ჩემპიონატის კლუბ ჰაიფას „აპოელში“ გააგრძელებს.

28 წლის ალთუნაშვილმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების ოფციით გააფორმა.

ალთუნაშვილი „იბერიაში“ დაბრუნებალმდე ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბ „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა, მაგრამ ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო სამშობლოში დაბრუნდა და „იბერიაში“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ქართველი ნახევარმცველი ახალ კლუბს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება.

ალთუნაშვილს საქართველოს ნაკრებში 8 თამაში აქვს ჩატარებული.