Raptors' Sandro Mamukelashvili eschewed Europe to keep NBA dream aliveNBA-ს მორიგი სათამაშო დღეს ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ ერთი გამოჩნდა.

„ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად „პორტლენდს“ 110:106 მოუგო. გოგა ბითაძეს არ უთამაშია. როგორც ირკვევა, ჩვენებურს მუხლის ტრავმა აწუხებს. თუმცა, მისი ხარისხი უცნობია.

„ორლანდოს“ 17 მოგების წილ 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, 27 დეკემბერს, შინ, „შარლოტთან“ ითამაშებს.

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ მაიამის ესტუმრა და 112:91 იმარჯვა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და სამმაგ დუბლთან იტრიალა. 27.29 წუთში მამუკელაშვილმა 14 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

სანდრომ სამიდან ერთი ორქულიანი, ექვსიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, კანადელებმა მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც გუნდში მესამე მაჩვენებელი იყო. „ტორონტოს“ 18 მოგება და 13 მარცხი აქვს. ეს აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე მაჩვენებელია. 27 დეკემბერს „ტორონტო ვაშინგტონს“ ესტუმრება.

წილი
წინა სტატიარეალი მცველებზე ფიქრობს
შემდეგი სტატიაატლეტიკოს ახალი სიმეონე…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...