NBA-ში მორიგი მატჩები იყო. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ კალიფორნიაში „გოლდენ სტეიტს“ ესტუმრა და 97:120 დამარცხდა.
ჩვენებურმა პარკეტზე 14.29 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამივე ორქულიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურის პასივში ერთადერთი დაკარგვა იყო, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი ფლორიდელებმა 16 ქულა წააგეს.
„მეჯიქი“ 16 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 24 დეკემბერს „პორტლენდში“ გამართავს.






