NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ მორიგი მატჩი გამართა და საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიქსთან“ 96:112 დამარცხდა. ჩვენებური ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 29.47 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულა, 5 მოხსნა, თითოც პასი და დაფარება მოინაგრა. მამუმ ოთხიდან სამი ორქულიანი და ცხრიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, „ტორონტომ“ მეტოქეზე ექვსით ნაკლები ქულა ჩააგდო. მამუზე მეტი ქულა გუნდში არავის ჰქონია, ხოლო ასევე 24 ქულა „ბრენდონ ინგრემს“ ჰქონდა. „ტორონტო“ 17 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, „ბრუკლინ ნეტსთან“ ითამაშებს.
დრამატული, ოვერტაიმიანი თამაში მოიგო გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. „ჯადოქრები“ იუტაში „ჯაზმენებს“ ესტუმრნენ და 128:127 მოიგეს. გოგა სათადარიგო იყო და მხოლოდ 15:33 წუთი ერგო. ამ დროში კი, 5 ქულა, 4 მოხსნა, 2-2 პასი და დაფარება და ერთიც ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა. მისი მოედანზე ყოფნისას კი, გუდმა ორი ქულით მეტი ჩააგდო. „ორლანდოს“ 16 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდა და კონფერენციაში „ტორონტოს“ შემდეგ, მეექვსე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, „გოლდენ სტეიტთან“ ელის.





