Captain, Ousmane Dembele of Paris Saint-Germain in action during the French Cup Round of 64 match between Vendée Fontenay Foot and Paris...„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის თასის ოცდამეთორმეტედფინალში სტუმრად 4:0 მოუგო „ვენდე ფონტენეს’’ რომელიც ნასიონალ 3 ლიგაში თამაშობს. ეს გახლავთ საფეხური ლიგა 1-ის, ლიგა 2-ის, ნასიონალისა და ნასიონალ 2-ის შემდეგ. ადრე ამ ლიგას მოყვარულთა მეორე ლიგას ეძახდნენ. ქალაქ ვენდეს გუნდის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია. „პარიზიენის” ინფორმაციით მას ვირუსული ინფექცია შეეყარა და განაცხადშიც არ იყო. პარიზელები ერთგვარად ექსპერიმენტული შემადგენლობით გავიდნენ მოედანზე, მაგრამ იმის თქმა, რომ წამყვანი ფეხბურთელები საერთოდ არ ჰყავდათ, არ შეიძლება. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ დეზირე დუე, ოსმან დემბელე, გოსალო რამუში, უორენ ზაირ-ემერი, ლუკა ერნანდესი, ლუკას ბერალდო, ილია ზაბარნი, სემი მაიულუ. კარს კი 19 წლის იტალიელი მეკარე რენატო მარინი იცავდა. გოლები გაიტანეს დუემ, დემბელემ და ორი რამუშმა.

ახლა პსჟ 4 იანვრამდე ისვენებს, ასე რომ „ფონტენესთან’’ მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია ლუის ენრიკესთვის ფაქტობრივად 2025 წლის ბოლო შეხვედრა იყო ჟურნალისტებთან.

მოუტანს დღევანდელი საღამო რაიმე სარგებლობას ოსმან დემბელეს, რომელმაც გოლიც გაიტანა, საგოლე პასიც გადააწოდა და მოედანი ოვაციების თანხლებით დატოვა?

ვფიქრობ, რომ მოუტანს. რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ფეხბურთელისთვის მოედანზე გატარებული დრო მნიშვნელოვანია. დემბელემ კარგად ითამაშა. მან მინდორზე 60 წუთი დაჰყო. ეს მნიშვნელოვანია.

ალბათ თქვენი ფეხბურთელების პროფესიონალიზმს აფასებთ

დიდებულია, როდესაც ასეთ ატმოსფეროში თამაშობ. ამ ქალაქში ნამდვილი ზეიმი იყო. ჩვენ სერიოზულად ვითამაშეთ. დაბალი ლიგის გუნდთან თამაში ადვილი არასდროს არის, მაგრამ დღეს ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ.

როგორ აღწერდით 2025 წელს?

ის ისტორიული იყო. ჯერ 2025-2026 წლების სეზონის შუაში ვართ და ამიტომ შეჯამება ნაადრევია, მაგრამ თუ მარტო 2025 წელს ავიღებთ, რასაკვირველია მას ისტორიული უნდა ვუწოდოთ. ჩვენ გაწეული სამუშაოთი ბედნიერები ვართ. პარიზელთათვის, კლუბისთვის ისტორიის ახალი ფურცელის დაწერა ბევრს ნიშნავდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ წარმატება შემთხვევითი არ იყო და იმედი გვაქვს, რომ ასევე გავაგრძელებთ. გარდა ამისა, ძალიან გვიხარია არდადეგები რომ იწყება. ძალების აღსადგენად ეს დრო ძალიან გვჭირდებოდა.