Joselu on the dressing room dynamics.„რეალის’’ ყოფილი თავდამსხმელი ხოსელუ ყატარში „ალ-გარაფაში’’ თამაშობს, სადაც თავს ჩინებულად გრძნობს, უპირველეს ყოვლისა მატერიალური თვალსაზრისით. მას შეეძლო კარიერა მადრიდში გაეგრძელებინა ან რომელიმე ევროპულ გუნდში გადასულიყო, მაგრამ აზიიდან იმდენად კარგი წინადადება მიიღო, რომ ბევრი აღარ უფიქრია. ხოსელუ „რეალში’’ ორი წლის წინ კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით თამაშობდა ― ლა ლიგის ჩემპიონიც გახდა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. AS-თან ინტერვიუში ფორვარდმა იტალიელი მწვრთნელის მასშტაბს გაუსვა ხაზი.

„ჩვენს წარმატებაში ანჩელოტის როლი უდიდესი იყო. იცით რა იგრძნობოდა გასახდელში? საქმისადმი მისი სერიოზული დამოკიდებულება და ფეხბურთელების თავდადება მის გამო. ანჩელოტიმ იცოდა, რომ არ ვუღალატებდით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი გამოცდილება. პირდაპირი ლაპარაკი იცოდა. მას სწამდა, რომ „რეალში’’ ნებისმიერი დიდი ეგო გუნდის ინტერესებთან შედარებით მეორეხარისხოვანია. სწორედ ამ დამოკიდებულებამ მოგვიტანა ჩემპიონობა. ის ფეხბურთელებისთვის, კლუბისა და გულშემატკივრებისთვის მამასავით იყო’’.

„რეალის’’ დღევანდელ მწვრთნელს ჩაბი ალონსოს გასახდელში ურთიერთობის დალაგება უჭირს. საერთოდ, „რელში’’ ურთიერთობებზე ბევრს ლაპარაკობენ, მითებს ყვებიან. ხოსელუმ გაიხსენა როგორი იყო მადრიდელთა გასახდელი, როდესაც იქ პირველად შევიდა.

„როდესაც პირველად შევდგი ფეხი შევცბი. დავინახე კროოსი, მოდრიჩი… ვეტერანი ფეხბურთელები რომლებიც „რეალში’’ 10-12 წელი თამაშობდნენ. დამხვდა ახალჩასული ბელინგემი, ვინი, ფედე, კარვახალი, ლუკასი, ნაჩო, რომელთან ერთად ადრეც მქონდა ნათამაშები. ერთბაშად ორი გრძნობა დამეუფლა. პირველი იყო: ვაუ! მე „რეალში’’ ვარ და მეორე იყო: მგონი ამ გუნდში უკვე ვყოფილვარ კარვასთან და ლუკასთან ერთად, მივარჯიშია კროოსის და მოდრიჩის მხარდამხარ. თითქოს ვიცნობ ადმინისტრატორს, ფიზიოთერაპევტს…’’

„რეალის’’ დღევანდელ სიტუაციაზე ხოსელუ უპირველეს ყოვლისა იმას ამბობს, რომ გუნდს თამასა ძალიან მაღლა აქვს აწეული.

„ჩემი წასვლის მერე ცხრა ნომერი აკლიათ, არა? (იცინის) პრობლემა ის არის, რომ ხალხი ერთმანეთს ადარებს წლებს როდესაც ტიტულს ტიტულზე იგებდი წლებთან, როდესაც ამას ვერ ახერხებ. მე რომ „რეალში’’ ვთამაშობდი, ჩვენ სულ ორი შეხვედრა წავაგეთ. ერთი ლა ლიგაში და მეორე სამეფო თასზე. ექვსჯერ ფრედ ვითამაშეთ, დანარჩენი კი მოვიგეთ. ამის გამეორება ძალიან ძნელია. არ აქვს მნიშვნელობა რომელ გუნდზე ვლაპარაკობთ: საუკეთსო „ბარსაზე’’, საუკეთესო „სიტიზე’’ თუ მადრიდზე…