ხვიჩას წვლილი პარიზელთა მეექვსე ტიტულში

Home სიახლეები ხვიჩას წვლილი პარიზელთა მეექვსე ტიტულში
ხვიჩას წვლილი პარიზელთა მეექვსე ტიტულში

Khvicha Kvaratskhelia of PSG scores a goal during the FIFA Intercontinental Cup 2025 Final match between Paris Saint-Germain FC and Flamengo at Ahmad...ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ფლამენგო’’ პენალტებით დაამარცხა და 2025 წლის მეექვსე ტიტული მოიგო. ეს ტიტულებია: ლიგა 1-ის ჩემპიონობა, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.

პსჟ-ს და „ფლამენგოს’’ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო დამთავრდა 1:1, პენალტების სერიაში კი მატვეი საფონოვმა ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ოსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლას აცილებული პენალტები გადაფარა.

როგორ აფასებს შეხვედრას ფრანგული საიტი Maxifoot? თავად მატჩს პორტალი 10-დან 6 ქულას უწერს და ამბობს, რომ ის ტექნიკურად უფრო სრულყოფილი პარიზული გუნდის სასიხარულოდ დასრულდა. პსჟ-მ ძალისმიერი მოწინააღმდეგე თუნდაც თერთმეტმეტრიანებით, მაგრამ დაამარცხა. ბრაზილიური გუნდი ხშირად არღვევდა წესებს, მაგრამ პერიოდულად თამაში მაინც დინამიკური იყო და დაძაბულობა ბოლომდე შეინარჩუნა.

მატჩის გმირად პორტალმა რასაკვირველია საფონოვი დაასახელა და რუს მეკარეს 10-დან 9 ქულა დაუწერა. ხვიჩა კვარაცხელიას თამაში კი სხვადასხვა საიტებმა ასე შეაფასეს:

Maxifoot (6.5) ― ბურთის კონტროლითა და დრიბლინგით საინტერესო იყო, მაგრამ თავიდან მოედნის მესამე მესამედში სახიფათოდ ვერ თამაშობდა. პირველი ტაიმის ბოლოს ქართველი ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა და დეზირე დუეს პასით გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ის ცდილობდა თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა მოეხდინა, ასრულებდა გარღვევებს მეტოქის საჯარიმოსკენ, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვეღარ მოახერხა. Maxifoot-მა კვარაცხელიაზე მაღალი შეფასება საფონოვს და კიდევ ორ მცველს, პაჩოსა და ზაირ-ემერის დაუწერა.

Footmercato (5.5) ― ქართველისთვის პირველი ტაიმი პარადოქსული იყო. მის წინააღმდეგ ხშირად უხეშობდნენ და მარცხენა ფრთაზე კარგად შებოჭეს. შთაგონება აკლდა, მაგრამ ამის მიუხედავად „ნაპოლის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა მაინც შეძლო გადამწყვეტი როლის თამაში. მან დუეს პასით ანგარიში გახსნა, მას მერე რაც მოწინააღმდეგის მეკარემ ბურთი ხეირიანად ვერ მოიგერია. შეხვედრის დანარჩენი დროის განმავლობაში ის ჩვეულებრივად აქტიური იყო, მაგრამ ეს „ფლამენგოს’’ კართან მომენტების შესაქმნელად საკმარისი არ გახლდათ. Footmercato-მ კვარცხელიაზე მაღალი შეფასება ექვს პარიზელს დაუწერა.

Flashscore – 7.6; fotmob – 8.0; sofascore – 7.9; whoscored – 9.5.