„სენტ ეტიენმა’’ შინ ბოლოადგილოსან „ბასტიასთან’’ 2:2 ითამაშა. ამ მატჩამდე კორსიკელებს სტუმრად გოლი არ ჰქონდათ გატანილი. „მწვანეები’’ როგორც თავის ასევე მეტოქის საჯარიმოსთან უყურადღებოდ იყვნენ, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი ის არის, რომ მასპინძლების ორივე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. თავდამსხმელმა, რომელიც ნაახალწლევს შეიძლება „ბეშიქთაშის’’ ფეხბურთელი გახდეს, თავისი გუნდი წაგებისგან იხსნა. მან ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. ქულების დაკარგვის მიუხედავად „სენტ ეტიენი’’ მეორე ადგილზეა, მაგრამ მესამეადგილოსან „ლე მანთან’’ ტოლად არის, მეოთხე და მეხუთეადგილოსან „რეიმსსა’’ და „რედ სტარს’’ კი მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, მაშინ როდესაც შეეძლო ორ და სამქულიანი უპირატესობა ჰქონოდა.
„შეხვედრა ისე დავიწყეთ როგორც გვინდოდა, მაგრამ გავუშვით პირველი გოლი და ამან ცუდად იმოქმედა, თამაშის გადაწყობა მოგვიწია. გაშვებულმა გოლმა მორალურად დაგვარტყა, მაგრამ მაქს ბერნაუერის ლამაზი პასისა და ზურიკო დავითაშვილის შედეგიანი დარტყმის წყალობით ბრძოლას დავუბრუნდით. ამის მერე უკვე მეორეს გასატანადაც გავიწიეთ, მაგრამ ისევ უცნაური გოლი გავუშვით, რამაც კვლავ აგვრია. მეორე ტაიმში უკვე საკუთარი თავის რწმენით ვითამაშეთ, კარგი რიტმი გვქონდა, ანგარიში გავათანაბრეთ, მერე პენალტიც დავარტყით, რომელიც ფლორიან ტარდიემ ვერ გაიტანა, მეტი კი ვერ შევძელით. ეს შედეგი შორსაა იმისგან რასაც ველოდით, მაგრამ ფაქტია უნდა ვაღაროთ’’, ― თქვა მატჩის შემდეგ „სენტ ეტიენის’’ ნორვეგიელმა მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
