Alvaro Carreras of Real Madrid CF sees the red card during the Spanish League, LaLiga EA Sports, football match played between Real Madrid and RC...გულშემატკივარს „რეალი’’ კვლავ ძლევამოსილი გუნდი ეგონა. ასეთი შთაბეჭდილება ბილბაოში 3:0 გამარჯვების შემდეგ შეიქმნა, მაგრამ აი, უმასპინძლა გუნდმა „სელტას’’ და მშობლიურ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ 0:2 წააგო. „ლოს ბლანკოსი’’ შეხვედრის მსვლელობისას ყველა გაგებით ჩაფლავდა. მადრიდელებმა ნერვებიც ვერ მოთოკეს. ალვარო კარერასი მსაჯებთან კამათისთვის გააძევეს. იგივე ბედი ეწია სათადარიგო ფეხბურთელ ენდრიკს, რომელიც, როგორც მსაჯის ოფიციალურ პატაკში წერია „სკამიდან წამოდგა, ტექნიკური ზონა დატოვა და მეოთხე არბიტრს ყვირილი დაუწყო’’.

თავი ვერ მოთოკა დანი კარვახალმაც. კვლავ ციტატა მსაჯის პატაკიდან: „სენიორ დანიელ კარვახალმა, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმლით იმყოფებოდა, ასე მომმართა: შენ ასეთი მაღალი დონის მსაჯი ხარ, მერე კი პრეს-კონფერენციებზე ტირი’’. ამან მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა გასახდელში დიდი დაძაბულობა გამოიწვია.

El Chiringuito წერს, რომ ფეხბურთელების ნაწილი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა, მეორე ნაწილმა კი თქვა, რომ წაგების მსაჯებისთვის დაბრალება თავის გამართლების უნიჭო მცდელობა იყო.

Cadena Ser წერს, რომ მატჩის შემდეგ მადრიდელთა მწვრთნელი ჩაბი ალონსო ფეხბურთელებთან არც კი შესულა. ამბობენ, რომ ყოფილ ნახევარმცველს ზოგიერთ მოთამაშესთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რის მიზეზიც მათთვის პოზიციების ხშირი ცვლა იყო.

ხომ არ ემუქრება ალონსოს თანამდებობის დატოვების საფრთხე? თავად მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე ასე თქვა: „მე ამაზე არ ვფიქრობ. მე „მანჩესტერ სიტისთან’’ შემდეგ შეხვედრაზე ვფიქრობ. ყველანი ერთსულოვანნი უნდა დავრჩეთ’’.

ესპანური მედია წერს, რომ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სტადიონი ბოლომ დატოვა. მან შეიძლება მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ მიიღოს.