კანადელები ამჯერად შინ, „ბოსტონ სელტიკსთან“ დამარცხდნენ – 113:121 და სატურნირო ცხრილი გაიუარესეს. „ტორონტო“ მეორე ადგილს მყარად ინაჩუნებდა, მაგრამ მიჯრით სამი წაგების შემდეგ მეოთხემდე დაეშვნენ და კონკურენტებიც ისე ახლოს არიან, ერთი წაფორხილებაც და ფლეი ოფის ზონას გასცდებიან.
რაც შეეხება „ბოსტონთან“ მატჩს: ჩვენებური საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23.16 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. სანდრომ რვიდან ხუთი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმოხ ზუსტად ჩააგდო. პასივში მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი „ტორონტომ“ მეტოქეზე 12 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. აქვე გეტყვით, რომ მამუ მოხსნებით გუნდში მეორე იყო, ხოლო ქულებით – მესამე. „ტორონტოს“ 15 მოგება და 10 მარცხი აქვს. კანადელები მომდევნო მატჩში „ნიუ იორკს“ უმასპინძლებენ.