Lamine Camara received only a yellow card for his violent tackle on Lucas Chevalier. Reuters.იმას, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე ლუკა შევალიემ „მონაკოსთან’’ შეხვედრაში ბოლომდე ითამაშა, სასწაული უწოდეს. მოგეხსენებათ, სენეგალელმა ლამინ კამარამ ფრანგ მეკარეს ფეხში ჩაარტყა. მატჩის დამთავრების შემდეგ შევალიემ თქვა: „დღეს ჩემი კარიერია შეიძლება სხვანაირად გაგრძელებულიყო. გამიმართლა’’.

მსაჯებმა „მონაკოს’’ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აკმარეს, რაც ლიგა 1-ის არბიტრთა დეპარტამენტმა ორიოდ დღის შემდეგ შეცდომად მიიჩნია.

„ლილის’’ ყოფილი გოლკიპერი კი „პარიზიენის’’ ინფორმაციით ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობს.

ლუის ენრიკემ „მონაკოში’’ წაგების შემდეგ ფეხბურთელებს სამდღიანი დასვენების უფლება მისცა. ოთხშაბათ საღამოს გუნდი პუასიში ისევ შეიკრიბა, მაგრამ შევალიეს არ უვარჯიშია. მას მარჯვენა კოჭის მიდამოები შესიებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არავინ იცის შეძლებს თუ არა შაბათ საღამოს „პარკ დე პრენსზე’’ „რენთან’’ თამაშს.

შეგახსენებთ აგრეთვე, რომ პარიზელებს შევალიეს თადარიგში ჰყავთ რუსი მეკარე მატვეი საფონოვი, რომელიც მეორე მეკარეობას ჯანლუიჯი დონარუმას დროს ასე თუ ისე ეგუებოდა, შევალის მოსვლის მერე კი უკმაყოფილოა და ახალ კლუბში გადასვლას ცდილობს.